LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან „კახელების მარშს” შეუერთდა

185
სალომე ზუარაბიშვილი მსვლელობის მონაწილეებთან

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა. კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ. მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“.

„დღეს ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“ – სალომე ზურაბიშვილი სცენისთვის საჭირო კონსტრუქციით დატვირთული მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაზე

მოგვიანებით პრეზიდენტმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა აქცია-მსვლელობის მონაწილეებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს.

„მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანამდე, სცენაზე ფორმაში ჩაცმული, სავარაუდოდ, მერიის თანამშრომლები სცენაზე, განლაგდნენ, თუმცა მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, სცენა პრეზიდენტის დაცვამ და სალომე ზურაბიშვილმა დაიკავეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g