LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთს კბილი მოსტეხეს, ერთს ლოყა გაუხეთქეს, გოგოებსაც დაარტყეს“ – პროფკავშირებში დაპირისპირება იყო, ვრცელდება ცნობები 3 დაშავებულის შესახებ

387
დაპირისპირება პროფკავშირებში

პროფკავშირების შენობაში დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც გამგეობის სხდომაზე ჯგუფ „ლაბორის“ საკითხი განიხილებოდა, ჯგუფის წარმომადგენლები არ შეუშვეს. შესვლის მცდელობის დროს კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილზე მყოფი „ლაბორის“ წარმომადგენლები აცხადებენ, დაპირისპირების დროს სამი ადამიანი დაშავდა:

„მიმდინარეობს გამგეობის სხდომა, სადაც „ლაბორის“ საკითხი განიხილება. ამ შეკრებაზე წარმოდგენილნი უნდა ყოფილიყვნენ „ლაბორის“ მხრიდან უფლებამოსილი პირები, რომლებიც არ შეუშვეს, მაგრამ უშვებდნენ თითქმის ყველას.

მოვითხოვეთ განმარტება, რატომ არ შეუშვეს ჩვენი იურისტი, მათი მხრიდან მოხდა ფიზიკური მოწოლა კარში, რასაც ჩვენი მხრიდანაც თავდაცვა მოჰყვა. მათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, გაილახა რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოსტეხეს, ერთს ლოყა გაუხეთქეს, გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს. საბოლოო ჯამში, უფლებამოსილი პირები კვლავ ვერ შევიდნენ“, – თქვა „ლაბორის“ წარმომადგენელმა „ტვ პირველთან“ საუბარში.

„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ასევე „ფორტუნა“ არკვევს, როგორია დაშავებულების მდგომარეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g