„როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო, როცა ვიცი რომ უდანაშაულო ხალხი ზის ციხეში“ – ამის შესახებ მომღერალმა, ნოდიკო ტატიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მომღერალმა გადაცემაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა:
„მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამ ასაკში ჩემი თვალით ვნახავდი რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში, როცა ქართველი ქართველს ასისხლიანებდა, სასიკვდილოდ იმეტებდა – ეს ჩემთვის ისეთი კოშმარია ეს ყველაფერი,რომ საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ, რა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ამ პარტიისგან ყველაფერს ცუდს ელოდება ქართველი ხალხი“ – განაცხადა მომღერალმა.
ვიდეო: „გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა“ – მერაბ სეფაშვილი