უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს.
უკრაინის ლიდერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
„ზელენსკი მადლობას გადაუხდის რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის – ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც,“ – აღნიშნავს მდინარაძე.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა