ანალიტიკოსი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილი გარდაცვლილი შვილის შესახებ მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
„ამ დრომდე ხომ სულ მხვდებიან ადამიანები, ვინც მეუბნება ჩემი შვილი/შვილიშვილი/მე თვითონ შოთიკოსთან მეგობრები ვიყავითო! ჰოდა გუშინ ერთმა კარგმა კაცმა მომიყვა საოცარი ისტორია: ჩემი შვილიშვილი და შოთიკო მეგობრობდნენ და ერთ-ერთი მოლხენა/გართობის დროს ყველა დავიქანცეთ, შოთიკო კიდევ არ ჩერდებოდაო.
ჰოდა ვკითხეთ, ბიჭო ან არ იღლები, ან არ იწყენ, ან ცუდ ხასიათზე არ დგებიო! არაო! იმიტომ რომ მე სულ ბედნიერი ვარო!
ერთადერთ, უფრო სწორად ორ რამეს ვისურვებ: არავის ამ ქვეყნად, ხაზს ვუსვამ – არავის!!!!! შეხვდეს 2025 წელს ჩვენნაირი განსაცდელი! და მეორე – იყავი ჩემო შოთია ბედნიერი სადაც ხარ! შენი ბედნიერებით ვიცოცხლებთ ჩვენც სულ ყველა! “, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.