LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი კომპანიის ნაბიჯი, შეეძინა საცხოვრებელი სახლი დაღუპული ბავშვების მშობლებისთვის, იმედის და თანადგომის აქტია მხოლოდ“ – საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს ბინის შესაძენი თანხა გადასცეს

695
საბერიოში მომხდარი ტრაგედია

MMA Georgia ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახისთვის თანხის შეგროვების ინიციატივით გამოვიდა.

საჭირო თანხის შეგროვება რამდენიმე დღეში მოხერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მარკეტერი და სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ჯიბლაძე ავრცელებს.

„გალის რაიონის სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლები უბედური შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას სიტყვებს ვერ მოუძებნი, რა მხრიდანაც არ უნდა მოუარო. ჩვენი კომპანიის ნაბიჯი, შეეძინა საცხოვრებელი სახლი დაღუპული ბავშვების მშობლებისთვის, იმედის და თანადგომის აქტია მხოლოდ. უამრავ პოსტზე დაგვთაგეს, ხალხს სათქმელი უმეტესად ერთი და იგივე ფრაზა ჰქონდა: “მადლობა რომ არ მიატოვეთ ამ გაჭირვებაში, ქუჩაში უიმედოდ დარჩენილი დედ-მამა”… მეც მინდოდა მეთქვა რაღაც, მაგრამ სამწუხაროდ, არც მე მაქვს სიტყვები“, – წერს ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.

Gulf Georgia-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან, კი ცნობილი ხდება, რომ დაღუპული ბავშვების მშობლებისთვის 50 000 ლარი შეგროვდა.

„Gulf Georgia – მ სიტყვა შეასრულა. 50.000 გადარიცხულია დაღუპული ბავშვების მშობლებთან.
მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ! ♥️
მადლობა გალფის მარკეტინგის მენეჯერს, ქალბატონ Nino Jibladze ს გაწეული შრომისთვის.
და ასევე ბატონ გიორგი კეკელიძე“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი არასრულწლოვანი დაკრძალეს

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g