უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა – ინფორმაცია „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს ასევე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძეც. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მებრძოლი კახა თილიძეა.
ვანო ნადირაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კახა თილიძის ვიდეოებს აქვეყნებს და წერს:
„სერ, შენ ბრძოლაში დაეცი, მაგრამ სულ გულში გვეყოლები, ჩვენ კიდევ შევხვდებით“…
„შენისთანა ინტელექტუალი მეომარი არასდროს შემხვედრია, ძმაო. კიდევ შევხვდებით ზეციურ სამეფოში, ვალჰალა. დიდება შენს გმირ სულს, კახა, ძმაო“ – წერს ვანიო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
სერ შენ ბრძოლაში დაეცი მაგრამ სულ გულში გვეყოლები, ჩვენ კიდევ შევხვდებით…..💔😔😪
Posted by Вано Надірадзе on კვირა, 12 იანვარი, 2025
შენისთანა ინტელექტუალი მეომარი არსდროს შემხვედრია ძმაო. კიდევ შევხვდებით ზეციუ სამეფოში, ვალჰალა. დიდება შენ გმირ სულს კახა ძმაო
Posted by Вано Надірадзе on კვირა, 12 იანვარი, 2025
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვლიდან – უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, მიმდინარე ომს უკრაინის მხარეს მებრძოლი 80-მდე ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.