LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

510
ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუამ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

„მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ჩემს საქართველოს, ჩემს მაგარ ხალხს, განსაკუთრებით „სამარგალოს“ დიდი სიყვარულით. ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ-ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“, – აღნიშნავს ირაკლი ზარქუა.

„მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის, როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით კიდევ ერთხელ, ბედნიერად, ჯანმრთელად“, – თქვა ვიქტორ სანიკიძემ.

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

„ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან!“ – ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g