LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (5-11 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

50

ვერძი – მეტად რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, ადვილად გაღიზიანდებით, გაიზრდება უკმაყოფილება ყველას და ყველაფრის მიმართ. სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გაცივდეთ ან დასნეულდეთ ინფექციური დაავადებებით. სერიოზული უსიამოვნებები შეგექმნებათ სახლსა და სამსახურში, ურთიერთობა გაგიფუჭდებათ როგორც ოჯახის წევრებთან, ისე კოლეგებთან. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერედება ჭორები და ინტრგები თქვენს წინააღმდეგ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რათა არ გაამწვავოთ ისეთდაც დაძაბული სიტუაცია. არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მაქსიმალურად ფრთხილად, წინდახედულად გაიარეთ მძიმე  პერიოდი, შემდეგი კვირა კი, გაცილებით მშვიდი და პოზიტიური იქნება.

 

კურო – საკმაოდ დინამიური და პოზიტიური კვირაა. გაძლიერდული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. მიიღებთ საინტერესო შეთავაზებას, თუმცა გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, უთანხმოება შეგექმნებათ მეგობრებსა და კოლეგებთან, აზრთა სხვადასხვაობა კი, არასასიამოვნო დაპირისპირებაში გადაიზრდება. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოსაძიებლად, პრეზენტაციების და მოლაპარაკებების გასამართად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიონალური წინსვლისა და ბიზნესის გასაფართოვებლად.

 

ტყუპები – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. იმპულსური და სულსწრაფი გადაწყვეტილებები საკმაოდ სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. ნაკლებად წარმატებული პერიოდია შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი საქმის დასაწყებად ან ახალი ნაცნობების შესაძენად, რადგან ამგვარი ნაცნობობა მომავალში მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. ვერ შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას, ვერ მიიღებთ ახლობლების დახმარებას და იმ ფინანსებს, რასაც ელოდით. ეცადეთ კვირა ფრთხილად და თავშეკავებით გაიაროთ, მით უფრო, რომ სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მაღალია ტრავმებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობაც.

 

კირჩხიბი – საკმაპოდ პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. მართალია, ურთიერთგაგების შემცირების და ინტერესთა კონფლიქტის ფონზე, კამათი კოლეგებსა და პარტნიორებთან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, მაგრამ ინტუიციის წყალობით მაინც შეძლებთ რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად, განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვინც პედაგოგიურ, იურიდიულ საქმიანობას მისდევს ან ტურიზმის სფეროშია ჩაბმული. წარმატებული იქნება ნებისმიერი საჯარო გამოსვლა, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს პოპულარობას და ავტორიტეტს საზოგადოებაში. თუმცა, არაა გამორიცხული შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, რადგან იდეების განხორცილება გაუთვალისწინებელ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

 

ლომი – რთული, ნაკლებად სტაბილური კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. ურთიერთობა გაგიფუჭდებათ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათი კი, საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, რადგან უარს ვერ იტყვით საკუთარ სურვილებზე და არ მოგინდებათ სხვათა ინტერესების გათვალისწინება. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსების მიმართ, მოერიდეთ ვალის აღებას, რომლის გასტუმრება ძალიან გაგიჭირდებათ. მართალია, ხშირად აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში, მაგრამ არ ღირს ზედმეტად დრამატიზირება და მოვლენების მეტად გართულება. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას.

 

ქალწული – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და ბიზნესის განვითარებისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. თუმცა, არაა გამორიცხული პარტნიორებმა დაარღვიონ პირობა ან უარი თქვან საკუთარ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც თქვენს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდება.

 

სასწორი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლენას, თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო სამუშაოს შესრულებას. თუმცა, გაგიჭირდებათ საკუთარ სულსწრაფობასთან ბრძოლა, ვერ შეძლებთ გააზრებულად მოქმედებას და გაგიჩნდებათ ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი. გამოიჩინეთ სიფრთხილე და მეტი თავშეკავება, რათა იმპულსურობა არ გახდეს სერიოზული პრობლემების მიზეზი. კარგი პერიოდია მოლაპარაკებების და შეხვედრების გასამართად, ახალი ნაცნობების შესაძენად და მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

 

მორიელი – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის  და საუკეთესო თვისებების გამოვლენას, ფინანსური სირთულეების გადაწყვეტას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. კარგი პერიოდია ბიზნესის გასაფართოვებლად, კარიერული წინსვლისა და განვითარებითსვის, თუმცა არაა გამორიცხული სერიოზული კონფლიქტი შგექმნათ გავლენიან კოლეგებთან ან უფროს თაობის წარმომადგენლებთან.

 

მშვილდოსანი –  ნაკლებად იღბლიანი კვირაა. იმედს გაგიცრუებენ მეგობრები და ახლობლები, რომლებიც უარს გეტყვიან მხარდაჭერასა და დახმარებაზე. შეგექმნებათ  ფინანსური პრობლემებიც, რადგან გაგიჭირდებათ იმ თანხის მიღება, რასაც ელოდით. არაა გამორიცხული რადიკალურად შეიცვალოს თქვენი გეგმები ან ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ, რას საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე. გამოიჩინეთ სიფრთხილე და მეტი თავშეკავება ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში, რათა არ დაძაბოთ ისედაც რთული სიტუაცია. უსიამოვნებების მიუხედავად, საკმაოდ კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად, პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის.

 

თხის რქა – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებდა ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. მთავარია არ გადააფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და ობიექტურად შეაფასეთ არსებული შანსები, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მართალია,  უსიამოვნებები შეგექმნებათ ახლობლებთან ურთიერთობაში, მაგრამ გარკვეულ დათმობაზე წასვლით თავისუფლად შეძლებთ ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას.

 

მერწყული – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. უკეთესია აიღოთ მცირე პაუზა და დაისვენოთ. არ დაიწყოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, მოერიდეთ საქმიან მოლაპარაკებებს და ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან იდეების განხორციელების ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება. გააქტიურდებიან კონკურენტები და ფარული მტრები, გაძლიერედება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გარშემომყოფების მიმართ. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზებაც. თუმცა, იძულებული გახდებით ნებისმიერი წინადადება ობიექტურად შეაფასეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

 

თევზები – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მართალია, შეგექმნებათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით მაინც შეძლებთ სერიოზული დანაკარგების თავიდან აცილებას. ნუ გასცემთ ფულს ვალად, მოერიდეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას, ზედმეტ ხარჯებსა და მსხვილი შენაძენის გაკეთებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის.

 

გეომაგნიტური დღეები – 5, 9 და 10 მარტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები