„ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ბილეთები. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 ათასიდან და ადის 2 მილიონამდე, ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია და შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა იმის შესახებ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პარტია „ლელოს“ წევრები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავენ:
სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
„ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ბილეთები. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 ათასიდან და ადის 2 მილიონამდე, ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია და შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“,- განაცხადა კალაძემ.
„ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ე.წ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული!“ – „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.
კითხვაზე, უნდოდა თუ არა „ქართული ოცნებიდან“ ვინმეს ინაუგურაციაზე დასწრება, კალაძე ამბობს, რომ ისინი ტრამპს მას შემდეგ შეხვდებიან, რაც ის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება.
„ტრამპთან შეხვედრები და ურთიერთობები იქნება მას შემდეგ, რაც თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება“, – განაცხადა კალაძემ.