ინტერნეტში Kia-ს ყველაზე მდიდრული სედანის პირველი კადრები გავრცელდა. როგორც ჩანს, კორეული ავტომწარმოებლის ახალი ქმნილება – K900 ზედმეტად ფეშენებელურ ინტერიერს მიიღებს. მომავლის თაობის ავტომობილის სალონი მთლიანად ხით და ნატურალური ტყავითაა გაწყობილი. როგორც თიზერში ჩანს, სედანმა ციფრული პანელიც მიიღო და მულტიმედიური სისტემა მთლიანად 12,3 დიუმიანი ეკრანით იმართება. როგორც Kia-ში აღნიშნავენ, K900 განათების ჭკვიანი სისტემითაა აღჭურვილი. განათება ხმით დარეგულირდება და სალონის იმ ნაწილს გაანათებს, რომელსაც მძღოლი მოისურვებს. მდიდრული სედანის განათება მთლიანობაში 64-მდე ტონალობას აერთიანებს. და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ K900-ს წარმოება კორეაში დაიწყება და საერთაშორისო ბაზარზე ის 2018 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ხოლო, თუ რა იქნება ინოვაციური მოდელის ღირებულება ამას მწარმოებელი ჯერ-ჯერობით არ აზუსტებს.



