ვერძი – ახლა თქვენი დროა, რადგან 20 მარტიდან მზე ერთი თვით თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იქნება! საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტური და კომუნიკაბელური. ბევრად მარტივად გადაჭრით ყველა პრობლემას და შეძლებთ იდეების რეალიზაციას, რადგან წარმატების მიღწევის შანსი ყველა სფეროში მოიმატებს. კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და ქორწინებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის.
კურო – მშვიდი, სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის მაქსიმალურად გამოვლენას. არ აგიჭირდებათ გააოცოთ გარშემომყოფები არასტანდარტული გადაწყვეტილებებით და მოქმედებით, რაც ხელს შეუწყობს თქვენს შემდგომ წინსვლასა და განვითარებას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად, ახალი და საინტერესო კონტაქტების დასამყარებლად. ეცადეთ ამ კვირაში დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რადგან შემდეგი კვირა საკმაოდ რთული და არასტაბილური იქნება.
ტყუპები – წინა კვირასთან შედარებით ბევრადგ უკეთესი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გახდებით ბევრად კონტაქტური და კომუნიკაბელური. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის, უნარის ახლებურად გამოვლენას, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას. გექნებათ სხვათა დახმარების სურვილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და პოპულარობას საზოგადოებაში. გაიცნობთ ადამაინებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან თქვენი იდეების განხორციელებაში და არაა გამორიცხული ფარული მტრებიც თქვენი მოკავშირეები აღმოჩდნენ.
კირჩხიბი – საკამოდ იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ბიზნესის გასავითარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირის პოზიტიური შესაძლებლობები, რადგან შემდეგ კვირაში საკმაოდ ბევრი პრობლემა გექნებათ გადასაწყვეტი.
ლომი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მარტივად გადაჭრით საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მოაგვარებთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხებს, არ გაგიჭირდებათ საკუთარი პოზიციის და ინტერესების დაცვაც. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირა და პოზიტიური შესაძლებლობები, რადგან წარმატების მიღწევის შანსი ყველა სფეროში გექნებათ.
ქალწული – მშვიდი, სტაბილური კვირაა. შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული მიიღოთ მემკვიდრეობა ან სოლიდური შემოსავალი ძველი ბიზნესპროექტებიდან. კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მოწესრიგებლად ან ახალი ოჯახის შესაქმნელად, მოგზაურებისათვის ან უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტის დასამყარებლად, ცოდნის შესაძენად ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.
სასწორი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის, უნარის ახლებურად, მეტად საინტერესოდ გამოვლენას და იდეების რეალიზაციას, ურთიერთობის მოწესრიგებას როგორც საქმიან და ისე სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გავლენიან ადამიანებთან საჭირო კონტაქტების დამყარებლად.
მორიელი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. გაიზრდება თქვენი თვითრწმენა, მაქსიმალურად გამოავლენთ საუკეთესო საქმიან შესაძლებლობებს, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. კარგი პერიოდია იდეების ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გამართლებული იქნება რისკი ნებისმიერ სფეროში, მთავარია ყველაფერი წინასწარ და კარგად გათვალოთ.
მშვილდოსანი – სასიკეთო და იღბლიანი კვირაა. მნიშვნელოვნად გაძლიერდება ენერგოტონუსი, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, ოპტიმისტურად და მეტი ენთუზიაზმით შეხედავთ მომავალს. შეძლებთ ახალი იდეების, პროექტების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
თხის რქა – საკმაოდ სტაბილური კვირაა. შეძლებთ რთულ საკითხებში ან ურთიერთობაში გარკვევას, ადვილად გამონახავთ საერთო ენას ახლობლებთან და კოლეგებთან, რაც დაგეხმარებათ საქმეების სწორად და თქვენთვის სასიკეთოდ წარმართვაში. კარგი პერიოდია ახალ პროეტების დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიონალური წინსვლისა და განვითარებისთვის.
მერწყული – საკმაოდ დინამიური კვირაა. გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, კონტაქტური და კომუნიკაბელური, შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას და იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოსაძიებლად და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
თევზები – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას და იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. არაა გამორიცხული მოძიოთ ახალი საქმიანი ან სასიყვარული პარტნიორები, მთავარია, მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის პოზიტიური შანსები და დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება.
გეომაგნიტური დღეები – 19, 21, 22, 23 და 25 მარტი.