სკარლეტ იოჰანსონი ახალ ფილმში მონაწილეობს. ამ დღეებში მსახიობი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, გადასაღებ მოედანზე გადაიღეს. ფოტოებიდან ჩანს, რომ როლისთვის იოჰანსონმა რადიკალურად შეიცვალა იმიჯი: ვარსკვლავი გამოემშვიდობა ქერა თმას და უპირატესობა წაბლისფერ კარეს მიანიჭა.
უცნობია ფილმი, რომელშიც მსახიობი მონაწილეობს, თუმცა, როგორც წესი, უახლოეს მომავალში ამის შესახებაც დაიწერება.