საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 20 იანვარს, აშშ-ში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას კაბა მოირგო. ამის შესახებ ინფორმაციას City Magazine Georgia ავრცელებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, როგორც კონგრესმენ ჯო უილსონის სტუმარი.
ფოტო, ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციის საზეიმო მიღებამდე – რა კადრებს ავრცელებს მეხუთე პრეზიდენტი
ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აშშ-ში, ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოსა და „მამაც ქართველ ხალხს“ წარმოადგენს და „ამ შესაძლებლობისთვის“ ჯო უილსონს მადლობა გადაუხადა.