LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანოს ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს: რეაბილიტაცია იწყება

52

იტალიის დედაქალაქ რომში, კლინიკა „ვილა სტიუარტში“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევ ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს ოპერაცია გაუკეთეს.

ოპერაცია პროფესორმა პიერ-პალომო მარიანიმ ჩაატარა და „სპარტაკის“ წარმომადგენელთა ცნობით, გართულების გარეშე ჩაიარა. უახლოესი პერიოდი, ფეხბურთელი კლინიკაში გაატარებს, რათა სარეაბილიტაციო პროცედურები დაიწყოს.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის გამართული მატჩისას დაშავდა – 25 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაუზიანდა და მოედანი მე-5 წუთზე დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები