ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2025 ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის შესახებ სემინარიც გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ღვინის პროფესიონალებს ქვევრის და კლასიკური სტილის სხვადასხვა ღვინო გააცნო.