LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის 66-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება

134
აქცია კანონის წინააღმდეგ

პროტესტის 66-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება.

1 თებერვალს თბილისში 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაგეგმილია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და საქართველოს პარლამენტთან.

რაც შეეხება რეგიონებს, ახალციხეში, 18:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „- არა რუსულ რეჟიმს!“ გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში, 15:00 საათზე, ერას მოედანზე, ველომსვლელობა „თავისუფლებისთვის და ახალი არჩევნებისთვის!“

18:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო სვლა რეგიონებში: მანიფესტი – 9:00 – გასვლა ახალი თეატრიდან; 19:00 – სამშობლოს სამსახურში! – საკონსტიტუციო სასამართლოსთან;

ზუგდიდში, 16:00 საათზე პრეზენტაცია: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ (Megobar)

ხოლო 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია სახელწოდებით – „ბრძოლა გამარჯვებამდე“;

თელავში, 18:00 საათზე მერიის წინ – „უწყვეტი პროტესტი თელავში“

ქუთაისში, მერიის წინ 19:00 საათზე, აქცია – „კი ევროპას, არა რუსეთს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g