მორიგი მოგზაურობის დაგეგმვისას, როცა პოპულარული ღირსშესანიშნაობების ფოტოებს ვათვალიერებთ, გვავიწყდება, რომ ულამაზესი ადგილები სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებულად გამოიყურება, საოცრად ძვირი ღირს და ყოველთვის ტურისტებითაა სავსე.
გთავაზობთ ცნობილი ადგილების 11 ალტერნატიულ ვარიანტს, სადაც მნახველიც ნაკლებია და ფასიც ხელმისაწვდომი, სილამაზით კი, არაფრით ჩამორჩება პოპულარულ “ორიგინალს”.
ვერსალი (საფრანგეთი) – ჰერენკიმზე (გერმანია)
რა თქმა უნდა, ყველა სასახლე განსაკუთრებულია, თუმცა მათ მაინც ბევრი აქვთ საერთო. მაგალითად, ჰერენკიმზე – ბავარიის მონარქის სააგარაკო რეზიდენცია, ზუსტად იმეორებს ვერსალის ინტერიერს, რადგან ლუდვიგ II-მ სასახლე საკუთარი კერპის, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკ XIV-ს პატივსაცემად ააგო. მართალია, “ორეული სასახლე” ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, მით უფრო, რომ მისი ნახვა, სულ რაღაც 8 ევროდ შეიძლება, მაშინ, როცა ვერსალის დათვარიელება 18 ევრო ღირს.
ამსტერდამი (ნიდერლანდები) – ჰამბურგი (გერმანია)
ამსტერდამის სტუმრობა ყველა მოგზაურის ოცნებაა. მაგალითად, შარშან ქალაქმა, რომლის მოსახლეობა მსოლოდ 850 ათას შეადგენს, 17 მლნ. ტურისტს უმასპინძლა. თუ ჩრდილოევროპული არქიტექტურა, ორიგინალური სახლები და არხები გიზიდავთ, მაშინ ჰამბურგში გაემგზავრეთ, რომლის ძველი ქალაქი ძალიან ჰგავს ნიდერლანდების დედაქალაქს. სხვათაშორის, ჰამბურგს მეტად საინტერესო – ფუტურისტული სტილში აშენებული ფილარმონიაც ამშვენებს.
კაპრი (იტალია) – ლიპარის კუნძულები (იტალია)
სიძვირის მიუხედავად, კაპრის ცნობილ კუნძულ-კურორტზე ყოველთვის მრავლად არიან ტურისტები, იქვე ახლოს, ლიპარის კუნძულებზე კი, დასვენებაც შედარებით ხელმისაწვდომია და პლაჟებიც ბევრად სუფთა და მოწესრიგებული, დამატებით ბონუსად კი, მოქმედი ვულკანები შეგიძლიათ ჩათვალოთ, რადგან მთელი არქიპელაგი ვულკანური წარმოშობისაა.
გეირანგერფიორდი (ნორვეგია) – კიონიგზეე (გერმანია)
გეირანგერფიორდმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი სილამაზით, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულ ნორვეგიაში მოგზაურობა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშუალოდ 4 ევრო ღირს, ყველას არ გამოსდის. მშენიერი ალტერნატივაა გერმანული კიონიგზეეს ტბა, სადაც მშვიდად დასვენების პარალელურად მთიან ლანდშაფტშიც შეიძლება ეგზოტიკური ლაშქრობის მოწყობა.



