საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ სიტყვიერი დაპირისპირებაა.
ანესთეზიოლოგ ანი ქავთარაძის თქმით, პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„პოლიციამ სამი შვილის დედას შემაგინა, 17 წლიანი შტაჟის მქონე ანესთეზიოლოგს შემაგინა. თქვენხელა ბიჭებს ვმკურნალობდი 2008 წელს. თქვენზე მაგარ ბიჭებს თვალი დავუხუჭე. გორიდან ჩამომყავდა დაჭრილები და მე მაგინებს, როგორ დავმშვიდდე, ჩემს ქვეყანას ყიდის“ – მიმართა ანი ქავთარაძემ სამართალდამცველებს.
ხატია დეკანოიძე: „ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია“
👉 პოლიციამ სამი შვილის დედას შემაგინა, გორიდან ჩამომყავდა დაჭრილები და მე მაგინებს, როგორ დავმშვიდდე ჩემს ქვეყანას ყიდის I ანი ქავთარაძე 📌 პოლიცია მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 02 თებერვალი, 2025