LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სად ხარ მართალი ნანე? შვილზე წინ აყენებ ხარებას, რომელიც არბევს შენს შვილს, გაზით გუდავს… ძალიან საყვარელი ხარ, რომ ნაცებს გვეძახი… ზუს­ტად მიშას დროს, გლდანის ციხესთან ვიდექი, მაშინ 23 წლის ვიყავი, 5 თვის ბავშვი მყავდა…“ – ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მანანა აბრამიშვილს მიმართავენ

1099
ნანკა კალატოზიშვილი, ეკა დემეტრაძე

რუსთაველის თეატრის მსახიობის, მანანა აბრამიშვილის ვიდეომიმართვას, რომელშიც მსახიობმა სპექტაკლის შემდგომ გამოხატული პროტესტის გამო, მისი რამდენიმე კოლეგა გააკრიტიკა, მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე ეხმაურებიან.

საუბარია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკლ „მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თეს” დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბე­ბის, თამ­თა ინაშ­ვი­ლის, ანა ამი­ლახ­ვა­რისა და ნა­ტა­ლია ყუ­ლოშ­ვი­ლის მიერ გამოხატულ პროტესტზე. „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამ წარწერითა და ბანერით გამოხატეს მსახიობებმა სცენაზე პროტესტი, რომელსაც ამავე თეატრის მსახიობმა, მანანა აბრამიშვილმა არასწორი უწოდა და თქვა, რომ თეატრი პროტესტის ადგილი არ არის.

„გპასუხობთ ქუჩიდან, მინდა სამივე მათგანს ვუთხრა – თეატრში არ გაქვს უფლება, აკეთო ის, რაც მოგესურვება“ – მსახიობი მანანა აბრამიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამ წარწერითა და ბანერით გამოხატა რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობმა პროტესტი სპექტაკლის ბოლოს.

აღნიშნულ განცხადებას მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე ვიდეომიმართვით გამოეხმაურნენ.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი:

ახლა ჩვენ ვდგა­ვართ სა­სა­მარ­თლოს­თან, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია უსა­მარ­თლოდ და­ჭე­რი­ლი. ეკა დე­მეტ­რა­ძეც აქ არის, შენი კო­ლე­გა. ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ მა­ნა­ნი­კო, შენი შვი­ლი ქუჩაში, აქ­ცი­ებ­ზე დგას, გა­ვი­გე შენი პა­სუ­ხი, რომ მე მას ამ თე­მა­ზე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. იცი, რა­ტომ არ ხარ მარ­თა­ლი? შენ ირ­ჩევ ხა­რე­ბას და არა შენს შვილს, ეს სხვა­ო­ბაა ჩვენს შო­რის, შვილზე წინ აყენებ ხარებას, რო­მე­ლიც არ­ბევს შენს შვილს, გა­ზით გუ­დავს. რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი?! ძა­ლი­ან სა­ყვარელი ხარ, ნა­ცებს რომ გვე­ძა­ხი ჩვენც. დაიმახსოვრე, ცილისწამება არ შეიძლება.

ეკა დე­მეტ­რა­ძე:

მან­ჩო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­გო­ბა­რო, მე და შენ ბევ­რი კარ­გი დრო გვაქვს ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი. შენს მა­გი­ერ მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, რაც თქვი. ზუს­ტად მი­შას დროს, ნა­ცე­ბის დროს, გლ­და­ნის ცი­ხეს­თან ვი­დე­ქი, იმი­ტომ რომ ჩემი ქმა­რი მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა. მა­შინ 23 წლის ვი­ყა­ვი, 5 თვის ბავ­შვი მყავ­და. კარ­გად მაქვს ჩემს ტყავ­ზე გა­მოც­დი­ლი, რა იყო ის რე­ჟი­მი. თუ ეს რა­ღა­ცე­ბი არ იცი, მე ხომ მიც­ნობ, და­მი­რე­კე თუ ასე დარ­დობ და პა­ტი­ვის­ცე­მა გაქვს ჩემს მი­მართ, მკი­თხე, გა­გი­ზი­ა­რებ ყვე­ლა­ფერს.

ის რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მი იყო მკვლე­ლი ამას ვსა­უბ­რობთ, იმ ცხრა წელ­სა და ამ 12 წელს ვე­ღარ აი­ტანს ქვე­ყა­ნა, სულ რა­ღაც რე­ჟი­მის ქვეშ ვი­ყოთ. ამო­ვიდ­ნენ ყელ­ში ნა­ცე­ბიც და ქო­ცე­ბიც, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იბ­რძვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის.

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიდგებით.. ახალი თეატრი დაიძვრება რეგიონებში“ – დავით დოიაშვილი

Mananiko Nane Abramishvili მანანიკო, იქნებ პასუხიც მოისმინო,შენს მონოლოგზე.Ekaterine Demetradze

Posted by Nanka Kalatozishvili on ორშაბათი, 03 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g