LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები – შეიზღუდება მედიის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან“

146
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მისივე განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

მამუკა მდინარაძე: „ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები“

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

გორდულაძე: „მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ! ვამკაცრებთ კანონს, რათა ვემსახუროთ სამშობლოს!“

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის კანონებისა და ბერკეტების გამკაცრებით, რათა ვემსახუროთ სამშობლოს და არა ვიღაცისგან მიღებული დავალებების შესრულებას!“

განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე: „ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, აქციის მონაწილეებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ – ეს არის დანაშაული“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g