დუა ლიპა, რომლის რგოლმა მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე იმღერებს.
22 წლის ბრიტანელი მომღერალი გახსნის ცერემონიაზე გამოვა.
„სიამაყით გაცნობებთ, რომ უეფას და Pepsi-ის მხრიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლის წინადადება მივიღე. ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა.
ერთი სული მაქვს, როდის გამოვალ გულშემატკივრების წინაშე. ვაპირებ დაუვიწყარი შოუ გავაკეთო“, – უთხრა მომღერალმა უეფას საიტს.
ლიპა – ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია, რომლის რგოლმა YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.
2018 წელს ის Brit Awards-ის ხუთ ნომინაციაზე იყო ნომინირებული.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
მთავარ საკლუბო ტროფეის მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ გაითამაშებენ.