„საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერ იქნა დასმული, არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს და ორპარტიულად შეგვიძლია საქართველოში ახალ არჩევნებზე მუშაობა“,– ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა/
აღნიშნულის შესახებ უილსონმა France 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი მტკიცებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, რესპუბლიკელები და დემოკრატები არსებითად ერთად მუშაობენ. მისი თქმით ისინი ერთად მუშაობენ „დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე აშშ-ს [შიდა ვითარებას] არ ეხება“:
„ბალტიის ქვეყნებთან განვიხილეთ, როგორ უნდა ვუპასუხოთ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს“ – ჯო უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეხვდა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, სადაც განიხილეს თუ „როგორ გასცენ პასუხი ივანიშვილის რეჟიმის ტირანიას“.
„ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ, დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე აშშ-ს [შიდა ვითარებას] არ ეხება.
ისევ და ისევ, ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია. გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც, ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს.
მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში,” – განაცხადა უილსონმა.
ირაკლი ზარქუა: „ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს, ეს იაფფასიანი ეს“
ასე უპასუხა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და კონგრესმენის ჯო უილსონის და ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნებზე.