ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული გიორგი ქადაგიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
გიორგი ქადაგიძეს ენუქიძემ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით გათვალისწინებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.