LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას „შუა ქალაქის ფანების” მარშიც შეუერთდა

217
BeFunky-collage123412 3 4sdf (6)

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მიმდინარე აქციას დღეს სერიალ „შუა ქალაქის ფანების” მარშიც შეუერთდა.

მანამდე, რუსთაველის გამზირის გარკვეულ პერიმეტერზე სამართალდამცველების კორდონი იდგა.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.

პროტესტის 74-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g