LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებით დავამთავრე ფსიქოლოგიის ბაკალავრი და უკვე დავიწყე ონლაინ მაგისტრატურა ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში“ – სანდრა რულოვსი

609
სანდრა რულოვსი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი „საქართველოს უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თავად სანდრა რულოვსი ავრცელებს.

როგორც ყოფილი პირველი ლედი წერს, ონლაინ განაგრძობს სწავლას მაგისტრატურაში ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის მიმართულებით:

„წარმატებით დავამთავრე ფსიქოლოგიის ბაკალავრი და უკვე დავიწყე ონლაინ მაგისტრატურა ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში!

(University of Derby, MSc Health Psychology 2025-2027)“ – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.

სანდრა რულოვსს სოციალურ ქსელში წარმატებას უსურვებენ:

„გილოცავთ ქალბატონო სანდრა…

მისაბაძი ადამიანი ხართ!

ყველაზე მაგარი პირველი ლედი გვყავდა…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

Posted by Sandra Roelofs / სანდრა რულოვსი on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g