ანი კეკუა ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რას აფასებს ურთიერთობებში ქალსა და მამაკაცს შორის:
„როცა შეყვარებული ვარ, მთლიანად ჩაფლული ვარ ამ ურთიერთობაში, მთლიანად ვიხარჯები, მაგრამ მამაკაცები ყოველთვის ისეთ გოგონებს აფასებენ, რომლებსაც ცხვირი აქვთ აწეული და რაც არ არიან, ცხრაჯერ მეტს აჩვენებენ. მაქსიმალისტი ვარ. როგორც მე ვექცევი ადამიანს, მინდა, ისიც ისე მომექცეს, მაგრამ ასე არ ხდება.
ჩემთვის სიყვარულის ხარისხი ცოტა სხვამხრივია. დღეს სიყვარული ეს არის, მჭირდები-გჭირდები. ეს ანგარება უფროა, ვიდრე სიყვარული. აქ სიყვარულზე საუბარი არ შეიძლება., გჭირდები რაღაც ეტაპამდე და მერე მორჩა, დამთავრდა. როცა ნამდვილი სიყვარულია, ის არ დაიკარგება. ნათქვამია, ნამდვილი სიყვარული ქარ-ცეცხლივით გამოივლისო. მჯერა იმის, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს დაიკარგება“.