LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოვარდება ხოლმე „ნიუსი“ – მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო, ვისი ბიძაც უნდა ყოფილიყო, ის იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა, მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი“ – მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

248
მამუკა მდინარაძე

„ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი“ – მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის, მართალი იყო და გამართლდა კიდეც!)“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „ფეისბუკში“ წერს.

აღნიშნული განცხადებით მამუკა მდინარაძე ეხმიანება გასულ დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს არქივიდან, რომელშიც ის უფლებადამცველის სტატუსით მედიასაშუალებებთან კომენტარს აკეთებს.

„ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალში რომ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას, – ჯგუფელს, კურსელს, კლასელს, მეგობარს და ა. შ. ნამდილად არ ვეტყვი უარს დაცვაზე თუ ეს თავად ნაცების ოდიოზურ, მწამებელ და ქვეყნის მოღალატე ლიდერებს არ შეეხება (თუმცა მათაც აქვთ დაცვის კონსტიტუციური უფლება და მათ დამცველებსაც კი ვერავინ დაამუნათებს ადვოკატობისთვის, ისევე როგორც რომელიმე მათგანის ექიმს, მოძღვარს და ა. შ. ამას ცალკე, არაფაშისტური შეგნება სჭირდება).

ნაცების ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც“ არასდროს „გაუნიუსებიათ“.

გულწრფელად მიხარია, რომ თავადვე მიდასტურებენ – ისე ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ ამაზე მეტი „კომპრომატი“ ვერასდროს ვერაფერი მიპოვეს.

ნაცებს და განსაკუთრებით ნაცებთან მოღალატეებს წუხელ ძალიან გაუხარიათ სოცქსელებში. საკუთარი კომპლექსების მოხსნის და ბინძური შავი პიარის ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ არჩეული – ეგ ჩვენიანი იყოო (მტყუანზე დააგინებ და მთელი ცხოვრება მაგას დაგიტრიალებენ, იგინებაო).

ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო.

ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” – მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო…😊 მეც…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g