„პირველ რიგში, მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო საქართველოს ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს პროტესტი, და მართლა შთამაგონებელი იყო, რამდენი ადამიანი გავიდა ქუჩაში“, – ამის შესახებ კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.
საქართველოში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროტესტის შეფასების დროს, იულია ნავალნაიამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ადამიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კრემლის გავლენა ძლიერია.
„პუტინი ძალიან კარგად ფლობს ჰიბრიდული ჩარევის მეთოდებს მის გარშემო მდებარე ყველა ქვეყანაში. ამიტომაც, საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნავალნაიამ.
შეკითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა ქართველ დემონსტრანტებს, ნავალნაია „რადიო თავისუფლებასთან“ აღნიშნავს:
„რთულია რჩევის მიცემა, რადგან ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ. ალბათ, პირიქით – ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ რჩევას, ვკითხოთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან“.