LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-ის ახალი დირექტორი ჩინელი ბიზნესმენი გახდა

98

ბრიტანული მარკის Lotus-ის ახალი დირექტორი ჩინელი ბიზნესმენი გახდა. ცნობილი ავტომწარმოებლის ყოფილმა შეფმა ჟან-მარკმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა. მიზეზებზე ჟანი არ საუბრობს, კომპანიის ხელმძღვანელობა კი ვიცე-პრეზიდენტმა და ჩინური კომპანიის Geely Auto-ს დირექტორმა ფენ ცინფენმა ითავა. ჟან-მარკი „ლოტუსს“ 2014 წლიდან მართავდა და იქ Peugeot-დან გადავიდა. საავტომობილო სფეროს დატოვებას ის არც მომავალში გეგმავს და მოღვაწეობას JD Classics-ში განაგრძობს. რაც შეეხება Geely-ს მან Lotus-თან ერთად Volvo-ც შეიძინა და ერთობ დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

ავტოგიგანტი 2 ახალი ყველგანმავალი სპორტქარის გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მომავალი მოდელები დიზაინისა და აეროდინამიკის თვალსაზრისით ნამდვილი შედევრები იქნება. მათი მეშვეობით Lotus ყოველწლიური გაყიდვების 1,6 ათასიდან 3 ათასამდე გაზრდას ვარაუდობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები