LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟის“ ფინალურ ნაწილში პირველი ფილმის საკულტო ავტომობილი გამოჩნდება

106
„ფორსაჟის“ ფინალურ ნაწილში პირველი ფილმის საკულტო ავტომობილი გამოჩნდება

პოპულარული ფილმის „ფორსაჟის“ ბოლო ნაწილში გამოჩნდება მანქანა პირველი ნაწილიდან, რომელიც ალბათ ყველას ძალიან კარგად ახსოვს. ამის შესახებ თაყვანისმცემლებს მსახიობმა ვინ დიზელმა, დომინიკ ტორეტოს როლის შემსრულებელმა უამბო. მსახიობმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც 11-ე ეპიზოდის გადაღებას, სახელით Fast X: Part 2-ს ეძღვნება. „ფორსაჟის“ დასკვნითი ნაწილის  პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას თითქმის ყველა მთავარი გმირი მიიღებს, მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი.

ამ დროისთვის გადაღებები ლოს-ანჯელესში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ პირველ ფილმსაც „ანგელოზების ქალაქში“ იღებდნენ. ამიტომ Fast X: Part 2-ის მოქმედებები მთავარი გმირების სამშობლოში გაგრძელდება.

გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს შავი კუპე Honda Civic, რომლითაც დომინიკ ტორეტო თავის ჯგუფთან ერთად პირველ ნაწილში საყოფაცხოვრებო ტექნიკის სატვირთოებს ძარცვავდა. გარდა ამისა, კადრში გამოჩნდა მასლ-ქარი Chevrolet, ბოლო თაობის Toyota Supra და ასევე საკულტო მწვანე ფერის Mitsubishi Eclipse და Mazda RX-7.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები