LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ბელა მირიანაშვილმა სცენაზე დგომა ვეღარ შეძლო, ყველა სპექტაკლში ჩაანაცვლეს სხვა მსახიობით. გამონაკლისი მხოლოდ მედეა კუჭუხიძე იყო. მან საერთოდ გააუქმა სპექტაკლი – ბელამ იცოდეს, რომ მის გარეშე რაღაცამ არსებობა შეწყვიტაო. ასეთი ქალი და რეჟისორი იყო მედეა კუჭუხიძე…“

404
მედეა და ბელა

მცირე ხნის წინ ცნობილი ქართველი რეჟისორი, მედეა კუჭუხიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც მედეა კუჭუხიძისა და ბელა მირიანაშვილის დიდი მეგობრობის ისტორიაა მოთხრობილი:

„როცა ბელა მირიანაშვილმა სცენაზე დგომა ვეღარ შეძლო, ყველა სპექტაკლში ჩაანაცვლეს სხვა მსახიობით. გამონაკლისი მხოლოდ მედეა კუჭუხიძე იყო. მან საერთოდ გააუქმა სპექტაკლი – ბელამ იცოდეს, რომ მის გარეშე რაღაცამ არსებობა შეწყვიტაო. ასეთი ქალი და რეჟისორი იყო მედეა კუჭუხიძე. დღეს გარდაცვლილა… ერთადერთხელ შევხვდით, ყოველთვის სხვებზე საუბრობდა, როგორი საოცარი იყო ბელა, როგორი დიდსულოვანი პიროვნება იყო სერგო ზაქარიაძე. არასდროს თავისზე და მის დიდ ღვაწლზე, რომელიც ქართულ თეატრს დასდო. ურთულესი იყო იმ დროში ყოფილიყო ქალი რეჟისორი და მან ეს გზა დიდი ღირსებით გაიარა. ბედნიერი ვარ რომ შევხვედრივარ, განუმეორებელ მედეა კუჭუხიძეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g