LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „დღეს არ გაინტერესებთ ახალი ქვითარი სად მიიტანეს? კრიმპოლის 6 თანამშრომელი დაადგა 3 წლის კიტას და 1 წლის უნას და ჩამოუნგრიეს კარები ბრახუნით!“

166
ბუკა პეტრიაშვილი

„გუშინდელი ამბის გაგრძელება არ გაინტერესებთ? რომ ვაგინე ავადმყოფ მამასთან როგორ მიიტანეთ ქვითარი-მეთქი, დღეს არ გაინტერესებთ ახალი ქვითარი სად მიიტანეს? შვილიშვილები სადაც ცხოვრობენ, დოლიძეზე!“ – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„[ჯარიმა] მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სადაც ავადმყოფი მამაჩემი მივიყვანე! თქვენ გგონიათ მაგით ან შემაშინებთ ან გამაჩერებთ?“ – ბუკა პეტრიაშვილი „ოცნებას“ მიმართავს

„კრიმპოლის 6 თანამშრომელი დაადგა 3 წლის კიტას და 1 წლის უნას და ჩამოუნგრიეს კარები ბრახუნით! მანდ რა გინდოდათ, შეხება არ მაქვს-თქო? მოძიებული ინფორმაციით მოვიტანეთო!

თქვენს ჭკუაში ფსიქოლოგიურ ტერორს აწყობთ და გგონიათ დამაშინებთ? ერთმა შვილმკვდარმა მამამ მითხრა, ასეთი უბედურების მერე აღარაფრის გეშინიაო!

ხოდა, იწანწალეთ ასე! ე, ბუჯო! სამსახურში დავდივარ ფეხით ან 345 ნომერი ავტობუსით! რომ გამოგელევათ მისამართები, შევხვდებით ავტობუსში!

კაი ხალხს კი შევხვდები ამ საღამოს რუსთაველზე ისევ!

პ.ს. რაც გაგინეთ „ქოცებო“, ყველაფერი ძალაში რჩება, უბრალოდ ჩემს ფბ-მეგობრებს ვერ ვაკადრებ დილიდან ისევ იგივეს კითხვას!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! სიკვდილი ოლიგარქს! ძირს რუსული რეჟიმი!

რუსთაველზეც და ყველგან, ბოლომდე!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში

გუშინდელი ამბის გაგრძელება არ გაინტერესებთ? რო ვაგინე ავადმყოფ მამასთან როგორ მიიტანეთ ქვითარი თქო, დღეს არ გაინტერესებთ…

Posted by Buka Petriashvili on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g