LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ტურიზმის მედეგობის საკითხებზე სამიტი ტარდება – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

492
საქართველოს ბანკი

21-22 თებერვალს, ტურიზმის ინდუსტრიის მედეგობის საკითხებზე, ბათუმში საქართველოს ტურიზმის სამიტი – „ტურისტერი“ ტარდება.

ღონისძიებაში ოცზე მეტი სპიკერი მონაწილეობს როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი კომპანიებიდან, მათ შორის არიან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გლობალური პლატფორმების, Booking.com-ის, AirDNA-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ტურისტერი“ ტურიზმის სფეროს სამასზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ქართული ტურიზმის გამოწვევები და სექტორის მედეგობის საკითხები განიხილონ. ასევე, მიიღონ რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტებისგან.

სამიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებს, მონაწილეებს კი შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის ტურიზმის საკითხებზე გამართულ განხილვებში.

„ტურისტერის მთავარი არსი არის საუბარი მომავალზე, დღეს კი, არსებული გამოწვევებით სავსე გარემოში, მომავალზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად, ღონისძიების მთავარი თემების მოდიფიკაციის საფუძველზე ჩვენი მიზანია, განვიხილოთ ქართული ტურიზმის მედეგობა”, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ტურისტერის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი, ხოლო სპონსორები – Hotel Colosseum Marina, GURU Holding, Exely.

ღონისძიება სასტუმრო ROOMS-ში ტარდება. ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g