უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ესაუბრა.
მისი განცხადებით, „ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს, რათა ომი დასრულდეს და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს“.
„უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას მომავალი კვირისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, რომელიც მისი თქმით, „ძალიან აქტიური იქნება“.
„დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ამას ღრმად ვაფასებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.