ორთაჭალაში, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.
ბრალდებულებს – ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ასევე ბაირამ ალი გუსეინოვს, მათ სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ფიზიკური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.