LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტა ფლეკი გარდაიცვალა

136
Roberta-Flack-obit

88 წლის ასაკში რობერტა ფლეკი გარდაიცვალა.

ლეგენდარული მომღერალი ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა.

საკულტო ამერიკელმა არტისტმა 54 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგან სადებიუტო – First Take 1969, ხოლო უკანასკნელი – Let It Be Roberta, 2012 წლით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ, ფლეკს აღარ უმღერია. მას ALS ჰქონდა – დაავადება, რის გამოც სიმღერა აღარ შეეძლო.  

ცნობისთვის, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე ტვინსა და ზურგის ტვინში და გავლენას ახდენს კუნთებზე.  ყოველწლიურად ამ დიაგნოზს, 5000-მდე ადამიანს უსვამენ.

რობერტა ფლეკი ცნობილია ყველა დროის ისეთი საუკეთესო ჰიტებით, როგორებიცაა: The First Time I Ever Saw Your Face, Killing Me Softly With His Song, Feel Like Makin’ Love. ის ,,გრემის” ცამეტგზის ნომინანტი და ოთხგზის ლაურეატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები