„ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა“, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს:
„მოხალისეობაც ძალიან საფრთხილო და საყურადღებოა!“ – გურიაში მიმდინარე დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები ერთიანდებიან
„ერთად ყველაფერი გამოგვდის და ესეც გამოგვივა!“
„ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა.
ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ – ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.