LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფიზიკურად აღარ შემეძლო და ურთიერთობა დასასრულისკენ წავიყვანე…უცებ გაირკვა, რომ მაქვს დიაბეტი“ – როლანდ ოქროპირიძე „იმედის“ ეთერში ჯანმრთელობის პრობლემასა და განქორწინებაზე საუბრობს

769
2025-02-26_01-48-06_372020

როლანდ ოქროპირიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია.

მსახიობმა წამყვანის კითხვას იმის შესახებ, რომ შეეწირა თუ არა, მისი ჯანმრთელობა პირველ მეუღლესთან განქორწინებას დადებითად უპასუხა.

აქვე ის აღნიშნავს, მეუღლესთან დაშორების შემდეგ დიაბეტი დაემართა, თუმცა ის ამაში არავის ადანაშაულებს.

„არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ მე ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ეს ემოცია სოფოსთან ურთიერთობაში 5 წელი გამიგრძელდა და ეს ზღვარი იყო ძალიან მაღლა. ორგანიზმმა დენზე შეერთებულმა იმუშავა. ეს ურთიერთობა დასასრულისკენ წავიყვანე, რადგან ფიზიკურად აღარ შემეძლო. ხომ არის მომენტი, რომ აი უნდა მოკვდე და გავთიშე.

შემდეგ უცებ გაირკვა, რომ მაქვს პირველი ხარისხის დიაბეტი, ანუ ინსულინი მჭირდება დღეში 4-ჯერ. როდესაც ვიკითხე რის გამო დამემართა, ამიხსნეს მიზეზები. თუმცა მარტო ამ ემოციებსაც ვერ დავაბრალებ. ჩემი ცხოვრების წესიც არ იყო ისეთი, რომ საღამოს 6 საათზე სახლში ვყოფილიყავი. არავის არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ასე მოხდა“, – საუბრობს როლანდ ოქროპირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g