საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა წარწერით: გზა ახალი არჩევნებისკენ, „გეგმა ახალი არჩევნები“:
„1. არჩევნების პირობების დაწესება;
2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;
3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;
4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;
5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, „რუსული კანონების” გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა“, – ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
გზა ახალი არჩევნებისკენ
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025