LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება გეშტალტთერაპია პროცესში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

524
ანუკი-კალმახელიძე

როგორ ეხმარება გეშტალტთერაპია პროცესში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ანუკა კალმახელიძემ ისაუბრა.

რა არის გეშტალტერაპია?

გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელსაც საფუძველი 20-ე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მისი ფუძემდებელია ფრიც (ფრიდრიხ სოლომონ) პერლსი (1893-1970). გეშტალტ ფსიქოთერაპიის ჩამოყალიბებისას, მასზე გავლენა იქონია ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიის სხვა და სხვა მიმდინარეობებმა, ფსიქოანალიზმა, გეშტალტ ფსიქოლოგიამ, ეგზისტენციალურმა ფსიქოლოგიამ, ასევე ძენ ბუდიზმმა, დაოიზმმა.

„გეშტალტი“ გერმანული სიტყვაა და ნიშნავს მთელს. გეშტალტთერაპია ადამიანს გამთლიანებაში, ანუ აზრების, ემოციების, სხეულის ერთ მთლიან ორგანიზმად აღქმაში ეხმარება.

როგორ ეხმარება გეშტალთერაპია პროცესში?

გეშტალტთერაპია პროცესზე ორიენტირებული თერაპიაა. კლიენტის და თერაპევტის ურთიერთობა მიმდინარეობს დიალოგის ფორმით ფენომენოლოგიურ ჭრილში აწმყო დროში. ფოკუსში ექცევა თუ რას განიცდის, ფიქრობს, აკეთებს კლიენტი თერაპიის პროცესში. აწმყო, ეს არის ერთადერთი დრო, რომელში ვცხოვრობთ, ვმოქმედებთ და სადაც შეგვიძლია რაიმე შევცვალოთ.

თერაპიული პროცესი აფართოებს ადამიანის ცნობიერების საზღვრებს, შესაძლებლობას აძლევს მას, აღიქვას საკუთარი თავი და მის გარშემო არსებული ველი, ცნობიერად გააკეთოს არჩევანი და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქცევაზე, გაიცნოს საკუთარ ავთენტურ „მე“, რაც ნიშნავს, გაიგოს რა არის მისი ნამდვილი, ავთენტური სურვილები, აზრები, ემოციები, მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.

თერაპიის შედეგად ხდება საკუთარი ნაწილების ინტეგრაცია. საკუთარი მე-ს ნაწილის, მოთხოვნილების თუ ნებისმიერი აზრის უარყოფა იწვევს მასთან გაუცხოებას. საჭიროა, თერაპიის პროცესში მოხდეს უარყოფილ, გაუცხოებულ ნაწილებთან თუ შინაარსებთან შეხება, მათი გაცნობა და მიღება. თუკი აღმოჩნდება, რომ ისინი ავთენტურია ან ინტროეცირებულია, თუმცა კლიენტისთვის მისაღებია, მოხდება მათი ინტეგრაცია, ასიმილაცია. ცვლილების პარადოქსული თეორიის მიხედვით, ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი მიიღებს იმას, რისი შეცვლაც სურს. შედეგად კი ხდება ადამიანის პიროვნული ზრდა-განვითარება.

თითოეულ ადამიანს შეუძლია შემოქმედებითად იცხოვროს, იმყოფებოდეს კონტაქტში სამყაროსთან, კრეატიულად მოერგოს გარემოს.

magti 5g