LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიის საფეხბურთო კლუბები ხელოვნური ინტელექტისგან მიიღებენ რჩევებს

105
1726660797072

დანიის წამყვანი საფეხბურთო კლუბები თამაშის ანალიზისა და ტაქტიკის შემუშავებისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ. სიახლის შესახებ LinkedIn წერს. ტექნოლოგია მწვრთნელებსა და ანალიტიკოსებს დაეხმარება უკეთ გაიგონ როგორც თავისი გუნდის ასევე მოწინააღმდეგეთა ძლიერი და სუსტი მხარეები.

კლუბების წარმომადგენელთა თქმით, ხელოვნური ინტელექტი მწვრთნელებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათი დამხმარე გახდება და გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. ეს გუნდებს საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილები იყვნენ და მოედანზე შექმნილ ყველა სიტუაციასთან შეძლონ ადაპტირება.

ალგორითმი უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს. ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა უზარმაზარ ბაზას აანალიზებს, მათ შორის მოთამაშეთა ინდივიდუალურ სტატისტიკას, მათ გადაადგილებას მოედანზე, გადაცემათა სიზუსტეს, კარში დარტყმებს და ბევრ სხვა რამეს.

ალგორითმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მონაცემების გადამუშავება რეალურ დროში შეუძლია. ეს მწვრთნელებს მატჩის მიმდინარეობის პროცესში მინიშნებების მიღების საშუალებას აძლევს, მაგალითად თუ როგორ ჯობს დაცვის დაგეგმვა ან როგორი ცვლილება იქნება ყველაზე ეფექტური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები