LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sci Tech Daily: მეცნიერებმა დაუნის სინდრომის მქონე პირებში დამატებითი ქრომოსომის გაქრობის გზას მიაგნეს

1529
ბავშვი

Sci Tech Daily-ის ცნობით, მეცნიერებმა დაუნის სინდრომის მქონე პირებში დამატებითი ქრომოსომის გაქრობის გზას მიაგნეს.

უმნიშვნელოვანეს კვლევაში, რომელსაც მეცნიერები გვიზიარებენ ნათქვამია, რომ მკვლევრები გენის რედაქტირების გზებს შეისწავლიან, რათა ტრისომიას უჯრედულ დონეზე გაუმკლავდნენ.

კვლევის შედეგების თანახმად, CRISPR-Cas9-ის გამოყენებით დაუნის სინდრომის უჯრედულ ხაზებში 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლები წარმატებით ამოიღეს და ჩვეული გენის ექსპრესია აღადგინეს.

მეცნიერების თქმით, შემდგომი განვითარებით მსგავსი მიდგომა შესაძლოა ნეირონებსა და გლიურ უჯრედებზე იქნეს გამოყენებული, რაც პოტენციური მკურნალობის საშუალებას შესაძლოა წარმოადგენდეს.

მკვლევრების თქმით, კვლევა დამაიმედებელია და მომავალში ეს და სხვა მსგავსი კვლევები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პოტენციური მკურნალობის გზას შემოგვთავაზებს.

კვლევის დეტალების შესახებ ვრცლად გამოცემა PLANS NEXUS-ში გაეცნობით.

ვიდეო: მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ცხენები შექმნეს

კომპანიამ უკვე შექმნა 5 გენმოდიფიცირებული ცხენი, რომლებიც ჯირითში გამარჯვებული ცხენების გენებისგან აიღეს.

magti 5g