LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსმა ზეთისხილის ბაღებისთვის ყურადღების მისაქცევად „პენსიონერი“ ქათმები დაიქირავა

107
Screenshot 2025-03-03 132030

კვიპროსში ასობით ქათამი, რომელსაც კვერცხის დადება აღარ შეუძლია, საცხოვრებლად გადაიყვანეს ფერმებში, სადაც ისინი ზეთისხილის ბაღებს მოუვლიან. სიახლის შესახებ Reuters წერს.

ქათმებს საკვების ნარჩენებით კვებავენ, მაგალითად სკოლებში დარჩენილი საკვებით. სანაცვლოდ ფრინველი ნიადაგს ანოყიერებს და მავნე ქვეწარმავლებსაც ანადგურებს. მაგალითად, საუბარია ე.წ. ზეთისხილის ბუზზე, რომელიც ამ მცენარის მთავარი მტერია.

ქათმების დამსახურებით ნიადაგი ბევრად უფრო ნაყოფიერი ხდება და ნაგვის ურნებშიც ნაკლები ნარჩენი ხვდება. პროგრამა ძალიან დიდ დახმარებას უწევს გარემოს, რადგან ორგანული ნარჩენი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზია.

როგორც წესი, ქათმებს რომლებიც კვერცხებს აღარ დებენ ხორცის ქარხნებში გზავნიან. ამ ფერმებში კი ისინი 8-10 წლამდე მშვიდად ცხოვრობენ.

ფერმერების თქმით, მას შემდეგ რაც ბაღებში ქათმები გამოჩნდნენ, ზეთის ხილის ხეებმა უკეთ დაიწყეს ზრდა, მოსავალიც გაიზარდა. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთიც უფრო ანტიოქსიდანტური გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები