LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსმა ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააწესა

128
ქირიას NEWS შაბლონი (1)

კვიპროსის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არაკანონიერი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამიერიდან ყალბი ფოტოებისა თუ ვიდეოების გამოქვეყნება იმ ადამიანების თანხმობის გარეშე, ვინც მათზეა გამოსახული, დანაშაულად ითვლება.

ე.წ. „ფეიკების” შექმნა რეალურად არსებული ადამიანის მონაწილეობით მისი გარდაცვალების შემდეგაც აიკრძალება – ნებართვა მხოლოდ გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ გაიცემა.

„ფეიკი” არის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც რეალისტურად იმიტირებს ადამიანის გარეგნობას ან ხმას. როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, მსგავსი ტექნოლოგიები სულ უფრო ხშირად გამოიყენება თაღლითურ სქემებში – მაგალითად, ყალბ რეკლამებსა და ფსევდოინვესტიციურ პროექტებში.

თუმცა ეკონომიკური დანაშაულები ერთადერთი საფრთხე არ არის. ხელოვნური ინტელექტი ხშირად გამოიყენება სექსუალიზებული ან დამამცირებელი სიყალბის შესაქმნელად, განსაკუთრებით ქალების მიმართ.

კანონმდებლების თქმით, ასეთი მასალების გავრცელების შემდეგ მათი ეფექტურად წაშლის მექანიზმები ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები