LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი სიცოცხლე ანაცვალე შვილის სუნთქვას და უკანასკნელ წუთებშიც ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდი… ამ დილითაც ცრემლებით მოგილოცეთ მე და დედამ, გინატრე! რა იქნებოდა, მყოლოდი“ – დიკა სალაყაია გარდაცვლილ დას ემოციურ სტატუსს უძღვნის

465
დიკა სალაყაია

დღეს, 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მწერალი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს – მწერალი რამდენიმე წლის წინ, კორონავირუსით გარდაცვლილ დას – ბაკო სალაყაიას დედის დღეს ულოცავს და ლექსს უძღვნის.

დიკა სალაყაია გარდაცვლილ დას ემოციურ ლექსს უძღვნის: „სად გაგონილა ფერშეცვლილი დიდი ტკივილი?!“

დიკა სალაყაია დას დედის დღეს ულოცავს და ლექსს უძღვნის:

„შენ დედობაც არ დაგცალდა,

ახლა სხვა ზის აკვანთან,

ანგელოზად მოვლენილი,

ვერ შეგიცნო მავანმა.

იქ გილოცავ დაო. ამ დილითაც ცრემლებით მოგილოცეთ მე და დედამ… გინატრე! რა იქნებოდა, მყოლოდი და ბედნიერები ყოფილიყვნენ შენი შვილები, ჩვენი დედიკო და მე… შენ რომ გვყოლოდი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა…

მაგრამ შენ ვეღარასდროს, ვერავინ შეგცვლის. სასწაული დედა იყავი. გამორჩეული, განსაკუთრებული, გმირი და ანგელოზი.

შენი სიცოცხლე ანაცვალე შვილის სუნთქვას და უკანასკნელ წუთებშიც ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდი.

გილოცავ ბაკო“, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 6 თვის ორსული ბაკო სალაყაია 2021 წელს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ნეტა იქ სიცივე ხომ არ არის?!… ნეტავ იქ ამინდები ასე თუ იცვლებიან – დიკო სალაყაია გარდაცვლილ დას იხსენებს

შენ დედობაც არ დაგცალდა, ახლა სხვა ზის აკვანთან, ანგელოზად მოვლენილი, ვერ შეგიცნო მავანმა. 💔 იქ გილოცავ დაო.😔 ამ…

Posted by დიკა სალაყაია • Dika Salakaia on ორშაბათი, 03 მარტი, 2025

დიკა სალაყაია: “გაუსაძლისის გაძლებიდან იბადებაო ადამიანი, მაგრამ…ვაი, ასეთ გაძლებას, ახლა იმ გზებს ვარკვევ და ვკითხულობ კვლევებს იმის შესახებ, თუ რას განიცდიდი რეანიმაციაში…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g