LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი კვირის შემდეგ უბრალოდ გასაოცარი ეფექტია…“ – ხრიკი, რომელიც წონის კლებაში დაგვეხმარება, რას გვირჩევს ცნობილი ექიმი, ნატა გაგუა

2590
ნატა გაგუა

გაზაფხული და წონაში კლება – ამ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა გადაცემაში,  „დილა მშვიდობისა საქართველო“ ცნობილმა ექიმმა ნატა გაგუამ.

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში დადიან ყველაზე ხშირად პაციენტები კონსულტაციაზე მედიკოსთან.

სპეციალისტმა მაყურებელს ის ხრიკი გაუზიარა, რომელიც წონის კლებაში დაგვეხმარება:

„პირველი რაც მათ უნდა გააკეთონ, ესაა უნდა მართონ მადა, გაგიზიარებთ მეთოდს, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს ეხება, არ ეხება ბავშვებს.

ეს არის ერთი ჩაის კოვზი სელის თესლი, ამდენივე ჩიას თესლი.

200 – 250 გრამი თბილი წყალი და ნახევარი ლიმონის წვენი.

ეს სითხე საღამოს უნდა მოვამზადოთ და დილით საუზმემდე 30-40 წუთით ადრე უნდა მივიღოთ, სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ორი კვირა უნდა შეისვენოთ…

ერთი კვირის შემდეგ უბრალოდ გასაოცარი ეფექტია…“ – ამბობს გაგუა.

💯 ხრიკი, რომელიც დაგვეხმარება წონის კლებაში

💯 ხრიკი, რომელიც დაგვეხმარება წონის კლებაში

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 03 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g