ლონდონის მიმართულებით ფრენების დაწყებამდე ავიაკომპანიის British Airways წარმომადგენლები ბოლო ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მათ სხვადასხვა შეხვედრა გამართეს და ადგილზე გაეცნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სერვისებს.

British Airways-ის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის ზონები, გასასვლელები და პრაიმკლას დარბაზი დაათვალიერებინეს.
შეგახსენებთ, British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება.