იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი იუბილარ შვილს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.
როგორც მარიამ შარმანაშვილი წერს, მისი ვაჟიშვილი 11 წლის გახდა. მარიამი „ინსტაგრამში“ ვაჟის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„მადლობა, რომ 11 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდი, გილოცავ ჩემო უკვე დიდო ბიჭო დაბადების დღეს, უფალი გფარავდეს ცხოვრების ყველა ეტაპზე“, – წერს მარიამ შარმანაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.