LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, დავით ხაბეიშვილი გამგებლის თანამდებობაზე წარმატებული იქნება“ – კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებლად დავით ხაბეიშვილი წარადგინა

203
კახა კალაძე, დავით ხაბეიშვილი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისნის რაიონის გამგებლად დავით ხაბეიშვილი წარადგინა.

კალაძის განცხადებით, დავით ხაბეიშვილი წლების განმავლობაში ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა:

„მინდა წარმოგიდგინოთ ისნის რაიონის ახალი გამგებელი, დავით ხაბეიშვილი, რომელიც მერიის უწყებაში წლებია მუშაობს, ის წლების განმავლობაში გამგებლის მოადგილე გახლდათ.

დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის გამგებლის თანამდებობაზე წარმატებული იქნება.

ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ის პრობლემები, რომელიც არსებობს, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მათ დაძლევას. დავით მინდა წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და კარგ საქმეს გავაკეთებთ ისნის რაიონში მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მთავრობის სხდომა

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on სამშაბათი, 04 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g